გაყიდვების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი Georgian Vape Group
მივლინება: არა ხელფასი: 2500 - 3000 +ბონუსი
მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
გასტრონომ ჯგუფის შვილობილი იმპორტიორი კომპანია  Georgian Vape Group-ი, რომელიც საქართველოს მასშტაბით ახორციელებს ექსკლუზიურად Lost Mary-ის ბრენდის ელექტრო სიგარეტების დისტრიბუციას, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ქსელურ და არაქსელურ სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის რეალიზაცია 
  • პროდუქციის წარმოჩენის, განლაგების და მერჩენდაიზინგის მეთვალყურეობა 
  • სარეალიზაციო სავაჭრო წერტილების გაზრდა, შესაბასად გაყიდვების გაზრდა 
  • სავაჭრო ობიექტების პერსონალთან პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება 
  • კონკურენტების კვლევა,გაყიდვების ანალიზი 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობაში  
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება თამბაქოს ბიზნეში  
  • აუცილებელია ავტომობილის ქონა და მართვის მოწმობა B კატეგორია 
  • კომუნიკაციის, პრეზენტაციის და დარწმუნების უნარი 
 
ადგილმდებარეობა: ბათუმი 
ანაზღაურება: 2500 – 3000 ლარი + ბონუსი  
სამუშაო დღეები: კვირაში 5 დღე  
დასვენების დღე: კვირაში 2 დღე 
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ 


გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 მაისამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge .  
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 
გისურვებთ წარმატებებს!  
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ ( შპს ჯორჯიან ვეიპ გრუპ) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.