მოლარე -ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი იდეალი
მივლინება: არა ხელფასი: 1500
გაყიდვები: მოლარე
შ.პ.ს „დემასი“  აცხადებს ვაკანსიას მოლარე -ოპერატორის  პოზიციაზე
სავაჭრო ცენტრი ,,იდეალი“ 

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.

ანაზღაურება: საშუალო ყოველთვიური ანაზრაურება 1500 ლარი ( ხელზე ასაღები, ხელფასი პლიუს ბონუსი), პლიუს ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი კახეთის გზატკეცილი N83ა, სავაჭრო ცენტრი ,,იდეალი“.

სამსახურებრივი მოვალეობა:
  • სალაროს ოპერაციების და საქონლის რეალიზაციასთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება ( დ.ღ.გ. ანგარიშფაქტურისა და სასაქონლო ზედნადების ატვირთვა RS.GE- ზე, საგამოფენო დარბაზში ფასების ცვლილება და ა.შ).

სამუშაო პირობები: სამუშაო საათები-9:00 დან 18:00-მდე, დასვენება კვირაში 1-2 დღე (თვეში ჯამურად 6 დღე). სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ– ჩვევები:
  • უმაღლესი განათლება ,
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა,
  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა,
  • კომუნიკაბელურობა.

სტაჟირების ვადა: 2 კვირიდან 4 კვირამდე, ანაზღაურება თვეში 700 ლარი. რეზიუმე - სავალდებულოა ქართულ ენაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: salevacancy@demasi.ge
ვებ გვერდი: www.demasi.ge