მობილური სერვის ტექნიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი Kärcher
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
“კერხერ-საქართველო” წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში,ბათუმში,ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას მობილური სერვის ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი ;
სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 (შაბათ-კვირა დასვენება).

მობილური სერვის ტექნიკოსის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები :
  • პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური შესწავლა ;
  • კორპორატიული მომხმარებლებთან ვიზიტი, ადგილზე არსებული აპარატების შემოწმება და შეკეთება.
  • სერვისში შემოსული პროდუქციის ანალიზი და შეკეთება;
  • ელექტრო ტექნიკისა და მაღალი წნევის აპარატების შეკეთება; 
  • ტექნიკოსისთვის გამოყოფილი ხელსწყოების, დანადგარების მოვლა - პატრონობის უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველია 1C პროგრამის ცოდნა საბაზისო დონეზე;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • ტექნიკური ცოდნა ელექტროობის, სანტექნიკის, გაგრილების სისტემების მიმართულებით;
  • ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესად;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე: Tatia.Machitidze@karcher.com და გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, 
წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!