თერაპევტი/სტაჟირება

მივლინება: არა
სამედიცინო: თერაპია/რეაბილიტაცია
ქართულ - ავსტრიული ორგანიზაცია - ა(ა)იპ „ჰოლისტიკური მხარდაჭერისა და თერაპიის საზოგადოება“ აცხადებს მიღებას სტაჟირების - ადრეული განვითარების სპეციალისტის, ფიზიკური, ენისა და მეტყველების და ოკუპაციური თერაპევტის პროგრამაზე.
ხანგრძლივობა: 3 თვემდე
განაკვეთი: შეთანხმებით
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე- საბურთალო

კვალიფიკაცია:
  • ფიზიკური თერაპევტის, მეტყველების თერაპევტის, ადრეული განვითარების, ოკუპაციური თერაპიის მომიჯნავე სფეროს სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Google Suite);
  • სასურველია, ბავშვებთან ან/და შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
  • კრეატიულობა.

სტაჟიორი შერჩეული სამუშაო საათების განმავლობაში ჩაერთვება ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში, მონაწილეობას მიიღებს ბენეფიციართა ჯგუფებში სხვადასხვა აქტივობებსა და სესიებში ( კოგნიტური უნარების განვითარება, მეტყველების, კვების თერაპია, ფიზიოთერაპია და ა.შ.).
ცენტრი ემსახურება ნეიროგანვითარების დარღვევის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს.

სერვისი მოიცავს შემდეგი უნარების განვითარებას:
  • ფიზიოთერაპიული
  • ორალურ-მოტორული( კომუნიკაციურ, საარტიკულაციო, კვების, ღეჭვის, ყლაპვის)
  • კოგნიტური
  • ფუნქციური

ცენტრის ინიციატივა ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს კონდუქტიური მეთოდით დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებას.
ცენტრი სტაჟიორებსა და თანამშრომლებს სთავაზობს გამოცდილებების დაგროვებას შშმ პირებისთვის შექმნილ ხელშემწყობ გარემოში ავსტრიელი სპეციალისტების სუპერვიზიით.

სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი - 8:00-16:00

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე ) ელ. მისამართზე shst2022@gmail.com
ჩვენთან დაგხვდებათ მეგობრული გარემო, საუკეთესო გუნდი და ხელსაყრელი პირობები პროფესიული განვითარებისათვის!