სასტუმრო მანინო უწერა აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით;
- სტუმრებისგან შეკვეთის მიღება და მიწოდება;
- შეკვეთის პროგრამაში განთავსება
- კერძების და სასმელების შეთავაზება პროაქტიულად;
- თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება;
- მენიუს სრული შემადგენლობის შესწავლა და კერძების აღწერის შესაძლებლობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ინგლისური ენის ცოდნა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის დახვეწილი უნარი;
- სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
სასტუმრო მანინო უწერა, მდებარეობს რაჭაში სოფელ უწერაში. აღნიშნული პოზიციისთვის სასტუმრო უზრუნველყოფს ყოველდღიურ ტრანსპორტირებას და საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებელ ადგილს.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@manino.ge სათაურის (subject) ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.