პორტფელის მართვის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი პაბ ინვესტი
მივლინება: არა
ენები: ქართული
საბანკო: პრობლემური სესხების ოფიცერი
პაბ ინვესტი საფინანსო ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და მის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბანკო, მიკროსაფინანსო პორტფელების მართვა.
კომპანია ორიენტირებულია განვითარებასა და სტაბილურობაზე, რაც, მათ შორის, გამოიხატება ფილიალების რაოდენობის ზრდაში. ასევე მზარდია კომპანიაში დასაქმებულ პირთა რიცხვი, რომელთაც მუდმივად აქვთ საშუალება განვითარდნენ და აიმაღლონ კვალიფიკაცია.დღეის მდგომარეობით, პაბ ინვესტი აერთიანებს 12 ფილიალს საქართველოს  სხვადასხვა რეგიონში.
პაბ ინვესტი აცხადებს ვაკანსიას პორტფელის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება :

მცოცავი გრაფიკი - 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება 09:30-20:30 საათამდე;
ანაზღაურება: ფიქსირებული  ხელფასი + ბონუსი (+დამატებითი ბენეფიტები)

ძირითადი ფუნქციები:
  • სასესხო ვალდებულებების მქონე მომხმარებელთან სატელეფონო კომუნიკაცია 
  • მიმდინარე ვადაგადაცილებული / პრობლემური სესხების პორტფელის მართვა და ანალიზი;
  • მომხმარებელთან  პირობების შეთავაზება და რესტრუქტურიზაციის გაფორმება;
  • დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
  • უპირატესად ჩაითვლება მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:
  • მომხმარებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება, არგუმენტირებული მსჯელობისა და დარწმუნების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი;
  • დაკისრებული ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ნდური მუშაობის უნარი;
  • მოწესრიგებულობა, თავაზიანობა, შრომისმოყვარეობა.

გთავაზობთ:
  • განვითარებას და კარიერულ წინსვლას;
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს - გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: hr@pab.ge . Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში.
მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან კომპანიის მიერ გამოცხადებულ სხვა ნებისმიერ ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა. აღნიშნული მიზნით, მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ ზემოაღნიშნულ პირობაზე თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვ.