დამხმარე ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი კომპანია
მივლინება: არა ხელფასი: 1625
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტრის თანაშემწე
კომპანია აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტერის თანამდებობაზე.

მოვალეობები :
  • ბუღალტრული გატარებების შესრულება საბუღალტრო პროგრამაში;
  • ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
  • საბუღალტრო რეპორტების მომზადება;
  • საბანკო ტრანზაქციების განხორციელება;
  • დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების/ანგარიშების კონტროლი;
  • საოპერაციო სისტემაში მუშაობა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ეკონომიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად ) ;
  • ბუღალტრად ან ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ;
  • Rs.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • საბუღალტრო პროგრამა Fina -ში ან 1С ERP -ში ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად );
  • Excel-ის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა.

მისამართი. ქ. თბილისი, ყიფშიძის ქუჩა.
გრაფიკი - სრული (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება - 1625 ლარი (დარიცხული) .

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: hrcompanygeo@gmail.com გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.