კონდიტერი

გურჯაანი სრული განაკვეთი სასტუმრო ამბასადორი კაჭრეთში
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სასტუმრო/რესტორანი/კვება: კონდიტერი
სასტუმროთა ქსელი “Ambassadori” – „ამბასადორი კაჭრეთში“ აცხადებს ვაკანსიას კაჭრეთში არსებულ სასტუმროში კონდიტერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • საკონდიტრო ნაწარმის ასორტიმენტის და ხარისხის მოთხოვნების ცოდნა;
  • მენიუში არსებული პროდუქციის მომზადება, რეცეპტების, კალკულაციების და დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • პროდუქციის ვიზუალურ მრავალფეროვნებაზე ზრუნვა;
  • ახალი პროდუქციის შეთავაზება და მენიუს დახვეწა;
  • პროდუქციის კალკულაცია;
  • საკონდიტრო პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
  • ნედლეულისა და პროდუქტების სტანდარტების მიხედვით შენახვა/დასაწყობება, მარაგების აღწერა/კონტროლი;
  • საკონდიტრო, საცხობი დანადგარების და სამუშაო ადგილის სისუფთავის დაცვა/კონტროლი;
  • სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა HACCP სტანდარტების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კონდიტერის პოზიციაზე;
  • საშუალო სპეციალური ან უმაღლესი განათლება საკონდიტრო ნაწარმის წარმოების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • მარაგების მართვის გამოცდილება;
  • სავალდებულოა კვების ჰიგიენური სტანდარტების და უსაფრთხოების ცოდნა, HACCP სტანდარტები;
  • გუნდში მუშაობის და მართვის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
  • ენერგიულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა;

სამუშაო გრაფიკი : შეთანხმენით
სასტუმრო უზრუნველყოფს კვებას, საცხოვრებლს  და სამედიცინო დაზღვევას. 
ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს, განვითარების და წინსვლის პერსპექტივით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე თანდართული ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე hrkachreti@ambassadori.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577679091
გისურვებთ წარმატებას!