ბიოქიმფარმი აცხადებს პროდუქტის შემფუთავის პოზიციაზე ვაკანსიას.ფუნქცია-მოვალეობები:- წარმოებული დაუფასოებელი პროდუქციის კოლოფებში ჩაწყობა და შეფუთვა;
- შესაბამისი ეტიკეტის დაკვრა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:- საშუალო სპეციალური ან/და უმაღლესი განათლების დიპლომი;
- წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი და ორგანიზებულობა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ხელფასი: დარიცხული 1,000 ლარი (შეთანხმებით)სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00, 1 საათი შესვენებაადგილმდებარეობა: საბურთალო, ლევან გოთუას ქ. N3ბიოქიმფარმი ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www. biochimpharm.ge ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/biochimpharmდაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე hr@geophage.ge და გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.