მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს-განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
- სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
- ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
- საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი;
ბრედფილდის ბიზნეს-განვითარების მენეჯერი ექვემდებარება ქარხნის ხელმძღვანელს. ის მუშაობს ბრედფილდში არსებულ დეპარტამენტებთან (მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტი, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, წარმოება, ტექნიკური დეპარტამენტი, HR) სამუშაო პროცესების მაქსიმალურად ეფექტურად წარმართვის მიზნით. ბიზნეს-განვითარების მენეჯერის პოზიციის მიზანია გაანალიზოს თითოეული დეპარტამენტების სამუშაო პროცესები, ინიცირება გაუკეთოს გაუმჯობესების საშუალებებს და უზრუნველყოს გაუმჯობესებული პროცესების დანერგვა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის სტრატეგიული გეგმების შემუშავებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა;
- კომპანიაში არსებული დეპარტამენტების სამუშაო პროცესების ანალიზის გეგმის შედგენა;
- შედგენილი გეგმის მიხედვით სამუშაო ანალიზის პროცესის ჩატარება და გაუმჯობესების საშუალებების გამოვლენა;
- ანალიზის შედეგების გათვალისწინებით სამოქმედო გეგმის შედგენა და განახლებული პროცესის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების ეფექტურობისა და ბიზნეს შედეგების გაზრდას;
- დანერგილი პროცესის მონიტორინგი და რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
- დეპარტამენტების KPI მაჩვენებლების ანალიზი თვის/კვარტლის/წლის ჭრილში, საჭიროების შემთხვევაში ახალი KPI ინდიკატორების დანერგვა;
- რეპორტინგის ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს დეპარტამენტების ჭრილში პოტენციური პრობლემების ან/და რისკების პროგნოზირებას;
- დეპარტამენტებში ახალი პროექტების კოორდინაცია პროექტის დაგეგმარების ეტაპიდან მის აღსრულებამდე. მათ შორის წარმოების ოპტიმიზაციის კუთხით პროექტების ინიცირება და მართვა, ტექნიკური დეპარტამენტის ჭრილში პროექტების მართვა და ა.შ.
- მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტთან მიმდინარე პროცესების სტრატეგიული ანალიზი, პირობების და ფასების გათვალისწინებით; ხარჯების და პოტენციური რისკების პროგნოზირება/კონტროლი;
- ERP Navision-ში პროცესების დახვეწის პროექტის ხელმძღვანელობა, შესაბამისი დეპარტამენტებისა და სერვისის მომწოდებელი კომპანიის კოორდინაცია.
- პრეზენტაციებისა , რეპორტებისა წარმოება და ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება: ბიზნეს ადმინისტრირების / ფინანსების განხრით;
- ბიზნეს-განვითარების მენეჯერის / წარმოების მენეჯერის /SC სპეცილისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- გუნდის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
- სასურველია რუსული ენის ფლობა;
- MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრული აქცენტი გაკეთდება Excel-ის პროგრამაზე).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ბიზნეს-ორიენტირებული აზროვნება;
- ანალიტიკური აზროვნება;
- პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- ინიციატივის მაღალი დონე;
- პროცესების ანალიზის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- აქტიური მოსმენის და გუნდური მუშაობის მაღალი დონე.
ბენეფიტები:
- ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
- ჯანმრთელობის დაზღვევა;
- კორპორატიული ნომერი;
- სწავლებისა და განვითარების სისტემა;
- შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge