ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი AS Georgia
მივლინება: არა ხელფასი: 2500
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
სამშენებლო კომპანია „ას ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას  ბუღალტრის თანამდებობაზე
 
ფუნქცია მოვალეობები:
  • ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, მათ შორის: ხარჯების, მარაგების და სასაქონლო მატერიალური ფასეულობების, ადგილობრივი და საერთაშორისო შესყიდვების, საბანკო და სამეურნეო ოპერაციების და ა.შ. შესაბამისად, აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის ჩამოწერის აქტები), მათი კანონიერების და დროულად და სწორად გაფორმების კონტროლი;
  • ყოველდღიური საბუთების წარმოება და მათი ასახვა საბუღალტრო პროგრამაში;
  • პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, ზედნადებების  გამოწერა-დამუშავება rs.ge-ზე მიღება), წარმოება და დაარქივება.
  • საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება, გაკონტროლება და სისწორის უზრუნველყოფა;
  • ბუღალტრული გატარების (წარმოების, რეალიზაციის, ხარჯების, სალაროს, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) შესრულება;
  • ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება.  

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ფინანსების განხრით;
  • რუსული ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • 1C საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • არანაკლებ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;

პიროვული უნარ ჩვევები:
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი
 
სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე 
  • ანაზღაურება: 2500 ლარი NET
  • ადგილმდებარეობა: თბილისი, ისანი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@asgeorgia.ge  და წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება ,,ბუღალტერი“.