ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი

თბილისი სრული განაკვეთი პროკრედიტ ბანკი
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
უშიშროება/დაცვა: ინფორმაციის უსაფრთხოება ინფორმაციული ტექნოლოგიები: ინფორმაციული ტექნოლოგიები (ზოგადი)
"პროკრედიტ ჯგუფი" პასუხისმგებლიან საბანკო მომსახურებას უწევს მსოფლიოს 12 ქვეყანაში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს. თითოეული ქვეყანის სპეციფიკიდან და განვითარების ეტაპიდან გამომდინარე, ინდივიდუალურ მიდგომებს საჭიროებს. თუმცა, პროკრედიტ ჯგუფის მასშტაბით არსებობს ორი ძირითადი მიდგომა, რომლის გათვალისწინებაც სავალდებულოა მასში შემავალი ყველა ქვეყნისათვის, ესენია: ბანკის ბიზნეს ფილოსოფია და საკადრო პოლიტიკა.  "პროკრედიტ ბანკი საქართველო" საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ვცდილობთ, ჩვენი მიზნობრივი ჯგუფებისთვის "უნივერსალური ტიპის პარტნიორი ბანკი" ვიყოთ და მათ კომპლექსური, გამჭვირვალე და საუკეთესო ხარისხის საბანკო მომსახურება შევთავაზოთ. ამაში კი მნიშვნელოვან როლი ჩვენს კომპეტენტურ და პროფესიონალ კადრებს აკისრიათ . საკადრო პოლიტიკა ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც გულისხმობს პერსპექტიული კანდიდატების შერჩევას და არსებული თანამშრომლების მსგავსად მათ პროფესიულ განვითარებას.

პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი

სამუშაოს აღწერა:
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის დანერგვა ბანკში;
  • შესაბამის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, სტანდარტების, პროცესების და სხვა დოკუმენტაციის განვითარების ხელმძღვანელობა;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების რისკების ანალიზი და შეფასება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ინციდენტების მონიტორინგი და მართვა;
  • პერსონალური მონაცემების დაცვა და მართვა ბანკში;
  • ბანკის ბიზნეს უწყვეტობის მართვა პოლიტიკისა და რეგულაციების შესაბამისად;
  • შესაბამისი რეპორტინგი რისკების კომიტეტთან, რეგულატორთან და ჰოლდინგთან;
  • სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა კომპეტენციის და პოზიციის ფარგლებში;

მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (>B2) ;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება - სასურველია ინფორმაციული/IT უსაფრთოების ან კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით;
  • სასურველია მსგავსი მმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების ტექნიკური ცოდნა;

პიროვნული თვისებები:
  • ორგანიზებულობა
  • კარგი კომუნიკაციის უნარი
  • გუნდში მუშაობის უნარი
  • კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება
  • საკუთარი თავის განვითარებაზე ორიენტირებულობა
  • წნეხის ქვეშ მუშაობის უნარი
  • პროექტების მართვის უნარი

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარმოადგინონ რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით “ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი”  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  geo.hr.recruiting@procredit-group.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 15/05/2024

გისურვებთ წარმატებას!

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. (დეტალურად პირობები პერონალური მონაცემების დამუშავების შესახებ  იხილეთ www.procreditbank.ge).
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე:  geo.hr.department@procredit-group.com 

სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com