სააღრიცხვო სპეციალისტი

მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი), ბუღალტერ-ოპერატორი, ბუღალტერ - აღმრიცხველი

კომპანია AMTS (მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის, აგრეთვე, სამედიცინო აპარატურის ტექნიკური მომსახურების სფეროში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სააღრიცხვო სპეციალისტის თანამდებობაზე.


მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 83.


კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მინიმალური სახელფასო განაკვეთი შეადგენს 1250,00 ლარს თვეში (დარიცხული), რაც დამოკიდებული იქნება კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.


მოვალეობები:


1.      1. სერვის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების/მიწოდებული საქონლის აღრიცხვა ბუღალტრულად და  პროგრამულად;

2.      2. სერვის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების/მიწოდებული საქონლის მიხედვით საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურების/სასაქონლო ზედანდებების გამოწერა და კონტროლი (პროგრამულად, RS–ზე);

3.      3. სერვის სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქონლის/მასალების ჩამოწერა/მოძრაობა/აღრიცხვა

4.      4. სერვის სამსახურის მიერ მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების მიხედვით ინვოისების მომზადება;

5.      5. კომპანიის სამეურნეო და ადმინისტრაციული ხარჯის/შესყიდვის ბუღალტრული კლასიფიკაცია და პროგრამული ასახვა მთავარ ბუღალტერთან კოორდინაციაში;

6.      6. კომპანიის დებიტორ-კრედიტორებთან შედარების პროცესში მთავარი ბუღალტრის ასისტენტობა.


სამუშაო პროგრამები და აპლიკაციები:

1.       ინფო საწარმო (ეფემჯი სოფტი);

2.       სუპერფინი;

3.       eservices.rs.ge;

4.       MS excel.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


1.    1. უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების განხრით;

2.    2. სასურველია სერტიფიკატის არსებობა სპეციალობით (ბუღალტერია, აუდიტი, საგადასახაო კოდექსი ან სხვა მსგავსი);

3.    3. სავალდებულოა ძირითადი საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;

4.    4. სავალდებულოა სააღრიცხვო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;

5.    5. მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება


პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

1.    1. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

2.    2. გუნდური მუშაობის უნარი;

3.    3. კომუნიკაბელურობა;

4.    4. სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

5.    5. პუნქტუალურობა;

6.    6. ორგანიზებულობა;

რას გთავაზობთ ჩვენ:

** 3 თვე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
**
შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში დაწესებული დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობა;



დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge-ზე. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.