სამშენებლო კომპანია "ჰორიზონს ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის ცვლის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი საუშაო რეჟიმი, ყოველ მესამე დღეს.
მოვალეობები:
- კომპანიის ობიექტებზე საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- კომპანიის საკუთრებაში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;
- სხვადასხვა დარღვევათა დროული აღმოჩენა და მათზე რეაგირება;
- მოულოდნელად წარმოქმნილი (არა სტანდარტული) საფრთხის დროული იდენტიფიცირება, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და
- შესაბამისი რეაგირება;
- მატერიალური ფასეულობების დაკარგვის, დაზიანების და სხვა სახის დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, მათი იდენტიფიცირება,
- დოკუმენტირება და უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
- კომპანიის შენობა-ნაგებობების, პარკინგების და მიმდებარე ტერიტორიის მონიტორინგი, ადგილზე პატრულირებით ან კამერების
- საშუალებით;
- დაცვის სამსახურებრივი დოკუმენტაციის წარმოება;
- ცვლის ანგარიშის მიწოდება უსაფრთხოების მენეჯერისთვის;
- თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული მოვალეობების, შიდა პროცედურებისა და სტანდარტების მოთხოვნების დაცვა.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- გამართული მეტყველება ქართულ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სავალდებულო სამხედრო სამსახური (სამართალ დამცავ ორგანოებში მუშაობის გამოცდილება) ჩაითვლება უპირატესობად;
- კარგი კომუნიკაციის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ექსტრემალურ სიტუაციაში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
- მართვის მოწმობა.
თუ გსურთ გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი და აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: safety@horizonsbatumi.com და
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი.