სანიტარიული ჰიგიენის სპეციალისტი საწარმოში

თბილისი სრული განაკვეთი ნუტრიმაქსი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
„ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.
ორგანიზაციის მისია - კომპანია ხელს უწყობს სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრისთვის ცილის წარმოებას ინოვაციური ცოდნითა და ტექნოლოგიების გამოყენებით.
კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax

„ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას სან. ჰიგიენის სპეციალისტი საწარმოში პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
  • საბაზისო ცოდნა ხარისხის სტანდარტების მიმართულებით;
  • განათლება: საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებით ;
  • გამოცდილება: მსგავს სფეროში გამოცდილება და თანამშრომლების მართვის გამოცდილება;
  • ინგლისური ენა - B2 დონე;

ძირითადი პასუხისმგებლობები:
  • საერთაშორისო და კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით მნიშვნელოვანი საკვანძო წერტილების იდენტიფიცირება
  • სანიტარული ნორმების გაწერა კომპანიის ინტერესებტან და რეგულაციებთან შესაბამისობით
  • დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობების მონიტორინგი და მათი სისტემური კვლევა და დიაგნოსტიკა
  • უვნებლობასთან კავშირში მყოფი სანიტარული და სადენზიფექციო მიდგომების კვლევა (best practises), და საჭიროების შემთხვევაში წინადადების ინიცირება შესაბამისი გზით
  • დასანერგი პროცესისთვის საჭირო ან ზოგადი კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით სწავლებების ინიცირება და სწავლებებისთვის საჭირო კონტენტის სწორად განსაზღვრა
  • განსახორციელებელი ქმედებებისთვის საჭირო საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და რესურსობრივი და ტექნიკური უზრუნველყოფა
  • მონიტორინგიტა და რეპორტების ანალიზით შეუსაბამობების იდენტიფიცირება / გამოვლენა
  • გამოვლენილი შეუსაბამობების ანალიზი და სისტემური მიზეზების დიაგნოსტიკა
  • შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად შესაბამისი გაუმჯობესების გზების ძიება და ცვლილებების საჭიროების შემთხვევაში წინადადების ინიცირება შესაბამისი გზით.

დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები:
  • ტრანსპორტირება ისნის მეტროდან;
  • კვება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;

ადგილმდებარეობა: ზემო ფონიჭალა;
სამუშაო გრაფიკი: 9:30-17:30, ორშ-პარ;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2024 წლის 20 მაისის ჩათვლით, მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „სან. ჰიგიენის სპეციალისტი საწარმოში“ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.