ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელი

თბილისი სრული განაკვეთი ნუტრიმაქსი
მივლინება: არა
ენები: რუსული
წარმოება/ოპერაციები: ხარისხის კონტროლი
„ნუტრიმაქსი“ წარმოადგენს ცხოველთა და ფრინველთა საკვების მწარმოებელ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით საქმიანობს, როგორც საქართველოს, ასევე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე. 
ორგანიზაციის მისია - კომპანია ხელს უწყობს სურსათის გლობალური დეფიციტის აღმოფხვრისთვის ცილის წარმოებას ინოვაციური ცოდნითა და ტექნოლოგიების გამოყენებით. 

კომპანიის ვებ-გვერდი: http://nutrimax.ge/ 
Facebook-გვერდი: ნუტრიმაქსი.Nutrimax 

ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელის პოზიციაზე. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:
  • ცოდნახარისხის სტანდარტების მიმართულებით;
  • განათლება: საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიმართულებით ;
  • გამოცდილება: მსგავს სფეროში და თანამშრომლების მართვის გამოცდილება;
  • ინგლისური ენა - B2 დონე;

ძირითადი პასუხისმგებლობები: 
  • კომპანიაში პროდუქტის წარმოებასთან დაკავშირებულ უბნებზე კონტროლის წერტილების, მექანიზმების და კონტროლის სპეციფიკების სწორი განსაზღვრა და გაუმჯობესება
  • გადახრებისა და შეუსაბამობების დროული აღმოჩენა და მათ შესახებ ინფორმაციის შესაბამის პირებთან მიწოდება
  • ხარისხის კონტროლის დამხმარე როლების კოორდინაცია და მათგან ინფორმაციის დროულად მიღების უზრუნველყოფა
  • წარმოების პროცესში იმ მნიშვენლოვანი უბნების და წერტილების განსაზღვრა, რომელიც საჭიროებს კონტროლს (შესაძლებელია უკვე იდენტიფიცირებული კრიტიკული წერტილებიდან გამომდინარე ან ჩატარებული ინდივიდუალური კვლევების საფუძველზე)
  • განსაზღვრულ უბნებზე კონტროლის დაგეგმვა - კონტროლის პერიოდულობის, ეტაპისა (წინასწარი, მიმდინარე, შემდგომი კონტროლი) და მექანიზმის (მაგ:;რეპორტინგი, კამერები, უშუალო - მიმდინარე კონტროლი და ა.შ.)
  • კონტროლის სამოქმედო გეგმების შედგენა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის პირებთან შეთანხმება
  • გადახრებისა და შეუსაბამობების ზღვრები განსაზღვრა (შესაბამისი პირების ჩართულობთ) და მათი მუდმივი კონტროლის უზრუნველყოფა
  • განსაზღვრული წერტილებისან და უბნებიდან შესაბამისი ზღვრების გათვალისწინებით რეგულარული მონიტორინგის საფუძველზე შედეგებზე მუდმივი  მიმდინარე ინფორმაციის ქონა
  • იდენტიფიცირებულ შეუსაბამობებზე ინფორმაციის შესაბამისი პირებისთვის დროულად მიწოდება და რეაგირების ინიცირება
  • ხარიხის კონტროლის დამხმარე როლებში შესაბამისი ფუნქციების გადანაწილება მათი კომპეტენციის და კვალიფიკაციის შესაბამისად შესაბამის საკონტროლო უბნებში
  • კონტროლის შედეგების გადახრების ნორმებთან და სტანდარტებთან შედარება, ანალიზი და კრიტიკული წერტილების იდენტიფიცირება
  • თითოეული წერტილიდან შესაბამისი როლისგან მუდმივი რეპორტების მიღება და მათი ანალიზი

დამატებითი ინფორმაცია და ბენეფიტები:
  • ტრანსპორტირება ისნის მეტროდან;
  • კვება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ადგილმდებარეობა: ზემო ფონიჭალა;
  • სამუშაო გრაფიკი: 9:30-17:30, ორშ-პარ;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2024 წლის 20 მაისის ჩათვლით,  მისამართზე: recruiting@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ხარისხის კონტროლის ხელმძღვანელი“ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.