უმცროსი სამუშაოთა მწარმოებელი

თბილისი სრული განაკვეთი ადლი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი
სამშენებლო კომპანია  „ადლი“ - ხარისხიანი და ეკომეგობრული მშენებლობის დაწყების მიზნით , 2015 წლიდან ოპერირებს ქართულ სამშენებლო ბაზარზე. 
კომპანიის საქმიანობა მოიცავს სამშენებლო სფეროს ისეთ ძირითად მიმართულებებს, როგორიცაა : კარკასული მშენებლობა , ფასადის მოწყობა , თერმო და ხმის იზოლაცია ,  ბრტყელი გადახურვა , მწვანე გადახურვა , არქიტექტორული მომსახურება , საყალიბე სისტემებისა და მოცულობითი ხარაჩოების დაპროექტება - მონტაჟი, კოშკურა ამწეების მონტაჟი / დემონტაჟი და გეგმიური მომსახურება . 

ჩვენთან დასაქმებით გპირდებით : 
  • მზარდ და მუდმივად განვითარებად ბიზნესში მუშაობის გამოცდილებას ;
  • პროფესიონალ და მხარდამჭერ გუნდში, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ და მზარდ შრომის ანაზღაურებას ;  
  • კომპანიის მიერ დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს ; 
  • Fitpass - ით სარგებლობის შესაძლებლობას ; 
  • მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან , კვარტალში ერთი DayOff -ის შესაძლებლობას;
  • ყოველთვიურ ფინანსურ დანამატს არასრულწლოვან შვილებზე ; (გამოსაცდელი ვადის შემდგომ ) 

სამშენებლო კომპანია „ ადლი“ - ში ვეძებთ :  ენერგიულ, მოტივირებულ , შრომისმოყვარე გუნდის წევრს „ უმცროსი სამუშაოთა მწარმოებლის “-ს პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები : 
  • ობიექტზე მშენებლობის დაგეგმვის, მართვისა და კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
  • მიმდინარე და შესრულებული სამუშაოებების ხარისხის კონტროლში მონაწილეობა;
  • სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო აქტებისა და ფორმა 2-ის შედგენის შესწავლა;
  • პროექტის ყველა მნიშვნელოვანი ფაზისთვის საჭირო ღონისძიების გაწერის პროცესში მონაწილეობა და  მათი შესრულებისათვის საჭირო ვადების დადგენა/შესრულება;
  • შესასრულებელი სამუშაოების გეგმების, ნახაზებისა და პროექტების შესწავლა/წაკითხვა;
  • სამშენებლო ობიექტებზე, კონტრაქტორების, ქვეკონტრაქტორებისა და მუშა-პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა-კონტროლის პროცესში მონაწილეობა;
  • სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა და დაცვაზე პასუხისმგებელი პირის, უსაფრთხოების ინჟინრის საქმიანობის კონტროლში ჩართულობა;
  • სამშენებლო ობიექტებზე ეტაპობრივად შესასრულებელი სამუშაოების შეჯამება და უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი ; 
  • მუშა მომსახურების მიერ შესრულებული სამუშაოების და ასანაზღაურებელი ხელფასების მოთხოვნების უწყისების შედგენა და წარდგენა უშუალო  ხელმძღვანელთან;
  • გაუთვალისწინებელი ტექნიკური პრობლემების გადაჭრაში მონაწილეობა;
  • სამშენებლო ობიექტის დეტალური აზომვაში მონაწილეობა, შესრულებული და შესასრულებელი სხვადასხვა სამუშაოს რეალური მოცულობის დადგენაში ჩართულობა;
  • ყოველთვიური გეგმა-გრაფიკის საფუძველზე, შესასყიდი მასალების და მომსახურების შეკვეთა და მიღების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები : 
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (მშენებელ-ინჟინრის სფეროსთან დაკავშირებით);
  • სასურველია ერთ წლიანი გამოცდილება სამშენებლო კუთხით ;
  • პუნქტუალურობა და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტური მენეჯმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • სასურველია პროგრამების ცოდნა საბაზისოდ (Microsoft Suit, Archicad, Autocad და სხვ.).

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
  • შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა ; 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე : vacancy@adli.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება :  „  უმცროსი სამუშაოთა მწარმოებელი “
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა: 24 მაისი, 2024 წ.
გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.adli.ge
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
სამშენებლო კომპანია „ ადლი“ , კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას !