წარმოების ოპერატორი

მცხეთა, ნატახტარი სრული განაკვეთი ბარამბო
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
შპს „ბარამბო“ წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარსა და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნური თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

კომპანია ბარამბო აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიისათვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია,  აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

სამუშაო ადგილი: სოფ. ნატახტარი

ძირითადი მოვალეობები:
  • დანადგარების/ტექნიკის სწორი ექსპლუატაცია;
  • სანიტარულ-ჰიგიენური და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
  • საწარმოო დანადგარების მუშაობის ზოგადი პრინციპების ცოდნა(ხარვეზების მიზეზის დადგენა, შესაბამისი რეაგირება);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ტექნიკური განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

თვისებები: 
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

ჩვენ გთავაზობთ: 
  • თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობილ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებასა და წინსვლის შესაძლებლობას.

თუ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@barambo.ge
გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით რეზიუმეს.