დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას რადიოლოგის ოპერატორის პოზიციაზე
მისამართი: აბულაძის ქ N 7 (ვაკე)
ძირითადი მოვალეობები:
- დღის განმავლობაში, რადილოგიურ განყოფილებაში პაციენტების შეყვანა.
- შესაბამის პროგრამაში პაციენტის მოძიება და ანამნეზის აკრება.
- პაციენტის კვლევის დასრულების შემდეგ, შესაბამისი ინფორმაციის პროგრამაში ასახვა და პაციენტისთვის დასკვნის მიწოდება.
- რადიოლოგის მითითებების შესრულება, კვლევიდან გამომდინარე.
მოთხოვნები:
- სავალდებულოა საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა.
- ენები: რუსული, (სასაუბრო დონეზე ცოდნა)
ანაზღაურება: 650 ლარი (ხელზე ასაღები)
ამ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე და ფოტო შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dtmcvacancy@gmail.com ასევე, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურში. ან დაგვიკავშირდით +995 32 2 913 119