საწარმოო პროცესების აღრიცხვის ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი ფარმაცევტული კომპანია GM Pharmaceuticals
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ეკონომისტი
GM Pharmaceuticals  წარმოადგენს 24 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო, მულტინაციონალურ, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები (ბად-ები) იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP- სერტიფიცირებულ საწარმოებში. საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა.
GM Pharmaceuticals -ში დასაქმებულია 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კოპმანიის საექსპორტო ქვეყნებში.


GM Pharmaceuticals  აცხადებს ვაკანსიას საწარმოო პროცესების აღრიცხვის ბუღალტრის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამსახურს;
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ, მზარდ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

ძირითადი მოვალეობები:

  • წარმოების მარაგების აღრიცხვა და თვითღირებულების განსაზღვრა;
  • წარმოების მარაგების აღრიცხვის პროგრამის ტრანზაქციების მონიტორინგი, წარმოების პროცესის ღირებულებითი მაჩვენებლების ფორმირება;
  • წარმოებული მედიკამენტების მიხედვით რენტაბელობის ანალიზი;
  • ახალი პროდუქტის რენტაბელობის ანალიზი;
  • ფინანსური აუდიტისთვის მარაგების ბრუნვასთან დაკავშირებით მტკიცებითი უწყისების ფორმირება;
  • მარაგების აღრიცხვასთან დაკავშირებული რეპორტინგი.


საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან მონათესავე დარგში;
  • მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამები: MS Office, MS Excel პროფესიულ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:
  • ლოგიკური და ანალიტკური აზროვნების უნარი;
  • დროის მართვის და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
  • შემჭიდროვებულ ვადებში დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • დისციპლინირებულობა და პუნქტუალობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@gmpgeo.com არაუგვიანეს 2024 წლის 28 აპრილისა. გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გაცნობებთ, რომ GM PHARMA ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.