ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი „სასტუმროების პროექტების მართვის“ კომპანია, რომელიც აერთიანებს მიმდინარე პროექტებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს „დიალოგ კოხტა აპარტს“-ს, ასევე სხვადასხვა სართაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.
ამჟამად, 134 ნომრიანი ახალაშენებული აპარტ-სასტუმრო "დიალოგ კოხტა ბაკურიანი" აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ბაკურიანი
საჭიროების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თანმშრომლის საცხოვრებლსა და ტრანსპორტირებას.
ძირითადი მოვალეობები:
- აპარტ-სასტუმროს ნომრების, საერთო სივრცეების, ინვენტარის დასუფთავება და ჰიგიენის მუდმივი კონტროლი, სასტუმროში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
- სასტუმროს თეთრეულის აღრიცხვა, დაფასოება, სამრეცხაოში გაგზავნა-მიღება;
- სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება და დახმარების გაწევა;
საჭირო უნარები:
- გუნდური მუშაობის უნარი
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებზე ორიენტირებულობა
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასტუმროს ან დაახლოებულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპორატესობად;
- საწმენდი საშუალებების და ინვენტარის მოხმარების წესების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და დინამიკურ სამუშაო გარემოს
- სწრაფად მზარდ კომპანიას, რომელიც მიმართულია თანამშრომლის განვითარებაზე
- კვებით უზრუნველყოფას
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dialoghotels@hpm.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ,, დასუფთავების თანამშრომლი“. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მაისი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
წარმატებებს გისურვებთ!