მასაჟისტი

ბათუმი სრული განაკვეთი Steps Batumi Hotel & Suites
მივლინება: არა
სილამაზე/ესთეტიკური მედიცინა: მასაჟისტი
"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება. მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, თანამედროვე ბიზნეს ცენტრს, მაღალი კლასის სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, ბოტანიკურ ბაღს, რესტორნებსა და ბარებს. STEPS Batumi ასევე გამოირჩევა გამოცდილი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდით, რომლებიც სტუმრებისთვის შეუდარებელი გამოცდილების შესაქმნელად, იზრუნებენ განსაკუთრებული სერვისების მიწოდებაზე. თუ იზიარებთ ჩვენს ენთუზიაზმს, შევქმნათ არაჩვეულებრივი გარემო სტუმრებისათვის, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.
ჩვენთან საინტერესო შესაძლებლობები გელით!

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას მასაჟისტის პოზიციაზე

პოზიციის მდებარეობა: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრებისათვის სხეულისა და სახის სხვადასხვა მასაჟის პროცედურების ჩატარება; 
  • პროცედურების დროს ინვენტარისა და პროდუქციის მიზნობრივად და რაციონალურად მოხმარება; 
  • სამუშაო სივრცის მოწესრიგება , ჰიგიენის სტანდარტების დაცვა; 
  • სტუმრების კონსულტაცია პროდუქციისა და პროცედურების შესახებ;
  • პროცედურებისთვის განკუთვნილი მენიუს და გამოყენებული პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
  • სტუმრის მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა, სტუმრის მოთხოვნებზე დროული რეაგირება; 
  • სპა პროდუქციის ნაშთების კონტროლი;  
  • დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებთან მჭიდრო თანამშრომლობა; 

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა;
  • სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • კომუნიკაციის კარგი უნარები; 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმეს ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მასაჟისტი. განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 26 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.