მოლარე/კონსულტანტი

თბილისი მოქნილი გრაფიკი მადაგონი
მივლინება: არა
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
სუპერმარკეტების ქსელი ,,მადაგონი“  აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში  შემდეგ პოზიციებზე: მოლარე   და  კონსულტანტი
მისამართი: ვაშლიჯვარი/მაჭავარიანის #65 

,,მადაგონი“ საქართველოს ბაზარზე უკვე 15 წელია ოპერირებს და აერთიანებს საკონდიტროს, წარმოებას , სუპერმარკეტების და რესტორნების ქსელსს. კომპანია აქტიურად გეგმავს ქსელის გაფართოებას, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში და დაინტერესებულია ისეთი მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული და კვალიფიციური თანამშრომლების დასაქმებით, რომლებიც იზიარებენ კომპანიის ხედვას და  ღირებულებებს. 

ჩვენ გთავაზობთ:
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი (ღამის და დღის ცვლა);
  • მეგობრული გუნდი და მხარდამჭერი მენეჯმენტი;
  • უფასო ორჯერადი კვება;
  • ანაზღაურება გაიცემა თვეში 2-ჯერ ნამუშევარი საათების შესაბამისად;
  • ანაზღაურებადი შვებულება სამუშაოს დაწყებიდან 6 თვის შემდეგ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები პოზიციების მიხედვით:
კონსულტანტი 
  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • პროდუქციის სტანდარტის შესაბამისად განლაგება;

მოლარე 
  • სალაროსთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;

მნიშვნელოვანია ყველა პოზიციაზე კანდიდატი იზიარებდეს კომპანიის ღირებულებებს:
  • ერთმანეთის პატივისცემა;
  • და თანადგომა;
  • ეთიკური პრინციპების დაცვა;
  • მომხმარებლის კმაყოფილებაზე ზრუნვა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ,  გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@madagoni.ge
ან  შეავსოთ განაცხადის ლინკი: განაცხადის ფორმა 
ან დარეკოთ შემდეგ ნომერზე: +995 558 028 020
თქვენს მიერ გამოგზავნილი მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება მხოლოდ შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით გადაწყვეტილების მისაღებად. 

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!