სტაჟიორი ბაზრის განვითარების დეპარტამენტში

თბილისი სრული განაკვეთი ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ბრენდ მენეჯმენტი
“ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის.

“ეფეს საქართველო“ უკვე 10 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი. “ეფეს საქართველო” (ლუდსახარში “ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სტაჟიორი ბაზრის განვითარების დეპარტამენტში.
სტაჟირება არის ანაზღაურებადი და განკუთვნილია მხოლოდ სტუდენტებისთვის (სასურველია დამამთავრებელი კურსის). სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 09:00 – 18:00
სტაჟირების პერიოდი: 3 ივლისი, 2024 – 3 ივლისი, 2025 (12 თვე)

ძირითადი მოვალეობები:
  • ბრენდების ციფრული კომუნიკაციის გამართვა საექსპორტო ბაზრებზე;
  • ბრენდის მომზადება საექსპორტო ბაზრებზე შესვლისთვის (შეფუთვა და კომუნიკაცია);
  • ეტიკეტების ბაზის და ეტიკეტირების პროცესის გამართვა;
  • ბრენდის სტრატეგიების დასახვასა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
  • ბაზრის ანალიზი და არსებული კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი;
  • ყოველთვიური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება;
  • ფინანსური/ბუღალტრული და იურიდიული დოკუმენტაციის აღრიცხვა და თვის დახურვის ოპტიმიზაცია;
  • სასაჩუქრე პროდუქციის გამოწერა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • სხვადასხვა შემოთავაზების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
  • კომპანიაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტების ფარგლებში ეფექტური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (B2 საფეხური);
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მიზანდასახულობა;
  • რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პრობლემის გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

აქვე გაცნობებთ, რომ კომპანია ატარებს ანტიდისკრიმინაციულ და თანასწორობის პოლიტიკას და კანდიდატის შერჩევისას ვითვალისწინებთ მხოლოდ მის პროფესიულ ცოდნას, სამუშაოსთან რელევანტურ გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებს. კომპანია ადასტურებს, რომ შერჩევისა და თანამშრომლობის ნებისმიერ ეტაპზე გამორიცხულია კანდიდატების დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

“ეფეს საქართველოს“ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:
თქვენი პერსონალური მონაცემები „ეფეს საქართველოს“ მხრიდან დამუშავდება სტაჟირების ხელშეკრულების დადების მიზნით;
„ეფეს საქართველო“ თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 25 მაისი.