შოურუმის გაყიდვების კონსულტანტი

თელავი სრული განაკვეთი მეღვინეობა მილდიანი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
მეღვინეობა ,,მილდიანი’’-ს ალკოჰოლური სასმელების კომპანია აცხადებს ვაკანსიას. ალკოჰოლური მაღაზიის , შ.პ.ს."ტეუანი"-ს ,,შოურუმის გაყიდვების კონსულტანტი’’-ს პოზიციაზე.
 მისამართი : ქ. თელავი, სოფელი წინანდალი

,,საოჯახო მეღვინეობა მილდიანი’’1991 წლიდან მომხმარებელს სთავაზობს პროდუქციის საუკეთესო ხარისხს,ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონეს და ინდივინდუალურ მიდგომას.
,,საოჯახო მეღვინეობა მილდიანი’’თავის მრავალფეროვან , მაღალხარისხიან და თანამედროვე სტანდარტების მქონე პროდუქციას წარმატებით ყიდის არაერთ ქვეყანაში.
,,საოჯახო მეღვინეობა მილდიანი’’ საკადრო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია პერსპექტიული კანდიდატების შერჩევა, შემდგომში მათი პროფესიული ზრდა და განვითარება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • განათლება: (სასურველია) უმაღლესი;
  • სამუშაო   გამოცდილება: (სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ) 1 წელი ან/და გამოცდილება ღვინის დარგში;
  • ენები: ქართული, (სასაუბრო დონეზე: ინგლისური და რუსული);
  • საოფისე პროგრამების ფლობა.
  • სასურველლია გამოცდილება ,სასატუმრო, კაფე- რესტორნები,ქსელებში;
  • საბუღალტრო პროგრამა ,, fina’’ ცოდნა (სასურველია);

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო ადგილი: მისამართი: ქ. თელავი, სოფელი წინანდალი;
  • სამუშაო განაკვეთი: დღე გამოშვებით მუშაობა ან/და მხარეთა შეთანხმებით(მორგებული გრაფიკით) ;
  • დასვენების დღეები: შეთანხმებით;
  • სამუშაო საათები: 11:00 საათიდან - 19:00 საათამდე ( ზაფხულში 11:00 საათიდან- 20:00
  • საათამდე );
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (დღიური ხელზე ასაღები 40 ლარი) + ბონუსი
  • (ნავაჭრი თანხის 0.1%).

სამუშაო ვალდებულებები:
  • მომხმარებლებისთვის კვალიფიციური და თავაზიანი მომსახურების (კონსულტაციის)
  • გაწევა;
  • მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა ღვინის პროდუქციის შეთავაზება და კულტურის გაცნობა პროდუქციის შერჩევის მიზნით;
  • შერჩეული პროდუქციის შესაბამის კონსულტაცია, რეკომენდაციის გაწევა;
  • შოურუმში განლაგებული პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა და ნაშთის კონტროლი;
  • შოურუმში პროდუქციის ფასმაჩვენებლების მოწესრიგება, პროგრამულ ფასთან შესაბამისობაში მოყვანა (ამობეჭდვა, განთავსება)და კლიენტისთვის შეთავაზება;
  • შოურუმში არსებული მარაგების კონტროლი/აღწერა;
  • შოურუმში დასადები პროდუქციის კონტროლი (საწყობში არსებობის შემთხვევაში, მათი მაღაზიაში გატანა და განთავსება);
  • ახალი პროდუქციის ძირეული შესწავლა;
  • შოურუმიდან გაყიდული პროდუქციის შემოწმება;
  • კლიენტის მოთხოვნის იდენტიფიცირება და პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
  • პოტენციური მომხმარებილისთვის პროდუქტების/ შეთავაზება/გაყიდვა;
  •  გაყიდვების გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მომხმარებელთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
  • მომხმარებლისგან თანხის მიღება, სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
  • შეთანხმებული დროით გაყიდვების რეპორტის წარმოება;
  • ტელეფონზე შემოსულ ზარებზე პასუხი და კოსნულტაცია; 

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელური;
  • ენერგიული;
  • შრომისმოყვარე;
  • თავაზიანი;
  • ორგანიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გამართული მეტყველების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) ან/და რეზიუმე ფოტოსურათით (3x4) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@mildiani.ge გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა მიმდინარეობს : 2024 წლის 25 მაისამდე .
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველ სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცეში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფარგლებსა და დამუშავებაზე არაუმეტეს 2(ორი)თვის ვადით ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’საქართველოს კანონის შესაბამისად .
შ.პ.ს. ,,ტეუნი’’- ემიჯნება ნებისიმერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობების ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!