მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი მაგთიკომი
მივლინება: არა
ავტო-მოტო სერვისი: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
შპს „მაგთიკომის“ ადმინისტრაციული დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე ქ.თბილისში.
 
მოთხოვნები და უნარები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
  • მოტივირებულობა და განვითარების ინიციატივა;
  • დროის ეფექტურად მართვის და ახლის სწრაფად ათვისების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
 
ძირითადი ფუნქციები:
  • ავტომანქანის ტექნიკურად გამართვა, სწორი ექსპლუატაცია და სუფთად შენახვა; 
  • ავტომანქანის ყოველდღიური შემოწმება ვიზუალური დათვალიერების გზით, საჭიროების შემთხვევაში შემოწმების შედეგების სპეციალურ აღრიცხვის ფორმაში ასახვა;
  • შემოწმების შედეგად აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას საკანონმდებლო მოთხოვნებისა და შიდა რეგულაციების ზედმიწევნით დაცვა;
  • პერსონალის უსაფრთხოდ გადაყვანა დანიშნულების ადგილამდე;
  • მიცემული დავალების განსაზღვრულ დროში შესრულება
 
მონაცემები ფოტოსურათით (CV)  გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge ა.წ. 25 მაისის ჩათვლით. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - მძღოლი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.