დისტრიბუტორი

თბილისი სრული განაკვეთი ოტო მოტორსი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: დისტრიბუცია
„ოტო მოტორსი“ უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და  მომხმარებელს აწვდის მაღლი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.   
 
“ოტო მოტორსი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე-  დისტრიბუტორი 
სამუშაო განაკვეთი- 5/2 (დასვენება კვირაში 2 დღე)  
ანაზღაურება- 1500 (NET)+ ბონუსი  
სამუშაო ადგილი-თბილისი, ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა 28 (სამუშაო რეგიონი -კახეთი) 
(გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კანდიდატს ყოველდღიურად მოუწევს (დასვენების დღეების გარდა) თბილისში, ცენტრალურ ოფისში მოსვლა და შემდგომ  სამუშაო ლოკაციებზე  გასვლა)  
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება 
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა 
  • უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა  
  • გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება,სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება 
  • სასურველია საავტომობილო პროდუქტების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება 
  • აუცილებელია მართვის მოწმობა- B კატეგორია (მექანიკა)  
 
პიროვნული უნარები: 
  • კომუნიკაბელურობა 
  • ანალიტიკური აზროვნება 
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
 
ფუნქცია-მოვალეობები 
  • კომპანიის ბრენდ ავტომობილით (დატვირთული ბორტით)  რეგიონში გადაადგილება  
  • ახალი სარეალიზაციო ობიექტების მოძიება/მოზიდვა. კომპანიის პროდუქტების გაცნობა და ბრენდის პროფესიონალურად წარმოჩენა 
  • სადისტრიბუციო ქსელის გაფართოების ხელშეწყობა და პერსპექტიული კლიენტებისათვის მათზე მორგებული ასორტიმენტის /სავაჭრო წინადადებების შეთავაზება. 
  • შეკვეთის მიღება ადგილზე პოკეტის საშულებით ან შეკვეთის გადამისამართება შესაბამის ოპერატორთან 
  • მიღებული შეკვეთის მიწოდების პირობებზე მოლაპარაკება/დროულად მიტანა 
  • კონკრეტული ბრენდის საავტომობილო პროდუქტების მაქსიმალური რეალიზების ხელშეწყობა. გაყიდვადი და ნაკლებ პოპუარული პოზიციების იდენტიფიცირება და მათი სწორად პოზიციონირება. საჭიროების შემთხვევაში, გაყიდვების ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სხვა და სხვა აქციის დაგეგმვა და სისრულეში მოყვანა 
  • რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან  
 

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2024  წლის  26 მაისისა. სათაურის ველში აუცილებლად  მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება  წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. 
მადლობას გიხდით  დაინტერესებისთვის.