„ოტო მოტორსი“ უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღლი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.
ოტო მოტორსის გუნდში ვეძებთ ფილიალის კონსულტანტს
სამუშაო ადგილი-ლილო, ოტო მოტორსის ბრენდ მაღაზია “AUTO MART”
სამუშაო განაკვეთი- 09:00-16:00 დასვენება კვირაში 1 დღე
ანაზღაურება-1000 ლარი (net) + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
- ყოველწლიური პრემია ხელფასის ოდენობით,რომელსაც აიღებთ ანაზღაურებასთან ერთად
- კორპორატიული სატელეფონო ბალანსით სარგებლობას
- FIT PASS მხარდაჭერას
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- მეგობრულ ატმოსფეროს
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას
ძირითადი მოთხოვნები:
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა
- აღრიცხვის პროგრამა „fina”-ში მუშაობის გამოცდილება
უნარები:
- ენერგიულობა და სისხარტე;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
ფუნქცია-მოვალეობები
- ობიექტზე მიმდინარე საოპერაციო პროცესების მართვა
- სალარო/გაყიდვის ოპერაციების მართვა
- მომხმარებლებთან ურთიერთობა
- შეკვეთის მომზადება/გაყიდვების ყოველდღიური ანალიზი
- დღის ბოლოს რეპორტის მომზადება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექრონულ მისამართზე vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2023 წლის 26 მაისისა . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.