ხარისხის მართვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ელთ ბილდინგი
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500
ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: ხარისხის კონტროლი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ელთ ბილდინგი“ ეძებს გუნდის წევრს ,,ხარისხის მართვის მენეჯერის“ პოზიციაზე.

კომპანია ბაზარზე შემოვიდა 2017 წელს და მალევე დაიმკვიდრა სანდო პარტნიორის რეპუტაცია. კომპანიის მიზანია, დანერგოს მშენებლობის ახალი სტანდარტი, სადაც ყველა მომხმარებელი პარტნიორია. უძრავი ქონების ჩვენთან შეძენით, მომხმარებელმა მიიღოს კომფორტული ცხოვრების და დასვენების პირობები. ამის შესაძლებლობას იძლევა ,,ახალი უბნის“ კონცეფცია, სადაც გათვალისწინებულია, კვლევის საფუძველზე მიღებული შედეგები, მომხმარებელთა კმაყოფილების და საჭიროებების შესახებ.

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 2000 ლარიდან 2500 ლარამდე

ჩვენი შემოთავაზებაა:
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;
  • წახალისების სისტემა;
  • მართვის საერთაშორისო გუნდთან მუშაობის შესაძლებლობა;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სამშენებლო ობიექტზე ხარიხის კონტროლი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით;
  • სამუშაო ჯგუფებისთვის ტექნიკური დავალებების მომზადება და მათი დელეგირება;
  • საპროექტო - სარემონტო დოკუმენტაციის, გეგმარება-დიზაინის განხილვაში მონაწილეობა;
  • სარემონტო-მოსაპირკეთებელი სამუშაოების პროცესის კონტროლი და მართვა;
  • სარემონტო - მოსაპირკეთებელი სამუშაოებისას კონტრაქტორი კომპანიების სამუშაოების ზედამხედველობა;
  • ყოველკვირეული ანგარიშწარმოება-რეპორტინგი;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საერთაშორისო ბრენდის კომპანიებში (ვინდჰამი, მარიოტი, ჰილტონი..) მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება ინჟინერიის ან მშენებლობის მიმართულებით
  • სასურველია Autocad-ისა და Archicad-ის საბაზისო ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა;
  • ნახაზებისა და სამშენებლო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
  • დეტალებზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • სტრესულს სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
  • სამუშაოს პრიორიტეტებად გადანაწილების უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ,,ხარისხის მართვის მენეჯერის“, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!