შპს ეიჩარ ფოინთი - აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე : ბათუმში
სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი
თვიური ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:
- სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების პროექტების შედგენა და მათ განხილვაში მონაწილეობის მიღება;
- ხელშეკრულებების სამართლებრივი შეფასება;
- კონკრეტულ საქმეზე იურიდიული დასკვნის მომზადება;
- კომპანიის საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის, ლიცენზიების ან სხვა საჭირო უფლებების მოსაპოვებლად დოკუმენტაციის მომზადება;
- კომპანიის თანამშრომლებისათვის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციების გაწევა;
- ბრძანებების, ინსტრუქციების, პროექტების მომზადება;
- სხვადასხვა სახის წერილებისა და განცხადებების მომზადება;
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალური;
- შრომისმოყვარე;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ორგანიზებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული;
- ხარისხსა და შედეგზე ორიენტირებული.
კვალიფიკაცია
- უმაღლესი იურიდიული განათლება
- სასურველია იყოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ან ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა
- პროფესიით მუშაობის მინიმუმ 2- წლიანი გამოცდილება
- სასურველია თურქული ენის ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება ინგლისური ენის ცოდნაც)
სააპლიკაციო დოკუმენტები
- უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- რეზიუმე (CV), (მიუთითეთ ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია);
- სამოტივაციო წერილი
- საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობა ან ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
სამუშაო განრიგი:
- კვირაში 5 (ხუთი) სამუშაო დღე;
- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00დან 19:00 სთ-მდე;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV ქვემოთ მითითებულ მისამართზე hr@metro360.ge განცხადებების მიღების საბოლოო ვადაა 26.05.2024- მდე. სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმი არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!