გაყიდვების წარმომადგენელი

თბილისი სრული განაკვეთი ავეჯის შოურუმი კასტელო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვების აგენტი
მულტიბრენდული ავეჯის, განათებებისა და აქსესუარების შოურუმი CASTELLO  აცხადებს ვაკანსიას  „გაყიდვების წარმომადგენლის“  პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
სამუშაო გრაფიკი:  სრული განაკვეთი

მოთხოვნები:
  • აუცილებელია გაყიდვების წარმომადგენლად ანალოგიურ სფეროში მუშაობის 2 წლიანი  გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა  (Word, Excel,Pdf);
  • სასურველია Archicad-ის  ან 3D MAX-ის პროგრამის ცოდნა;
  • უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • უმაღლესი განათლება.

მოვალეობები:
  • მაღალი კლასის ევროპული ავეჯის, განათებებისა და აქსესუარების გაყიდვა კომპანიის შოურუმიდან და შეკვეთით;
  • გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
  • მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების მონიტორინგი და განახლება;
  • შეკვეთების მუდმივი კონტროლი;
  • არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა, მათ მოთხოვნებზე მორგებული გადაწყვეტილებების შეთავაზება;
  • სფეროში მოქმედ დიზაინერებთან თანამშრომლობა;
  • ყოველთვიური გაყიდვების რეპორტინგის მომზადება;

პიროვნული მახასიათებლები:
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • მომხმარებელთა საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა
  • კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის 

ჩვენ გთავაზობთ: 
  • მიმზიდველ და ადეკვატურ სახელფასო სისტემას, ფიქსირებულ ანაზღაურებას + გეგმაზე ორიენტირებულ ყოველთვიურ ბონუსს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს და პირობებს;
  • თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციის საშუალებას;
  • განვითარებაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე info@castello.ge და სათაურის ველში - “Subject” მიუთითოთ პოზიციის დასახელება „გაყიდვების წარმომადგენელი“ წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.
გისურვებთ წარმატებებს!