"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს
ვიდეო მონიტორინგის ოფიცრის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევის დასახლება (მეტრო სამგორიდან ტრანსპორტირების უზრუნველყოფით)
ანაზღაურება: 1050 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მომსახურებაზე მყოფი ობიექტების ვიდეო მონიტორინგი;
- არსებული დარღვევების დაფიქსირება;
- პასუხისმგებელი პირების ინფორმირება;
- კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
- კომუნიკაციის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე
vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ „ ვიდეო მონიტორინგის ოფიცერი “.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.