მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი Illy Caffè
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
illy Caffè-ს შექმნის მთავარი იდეა ნამდვილი იტალიური ყავის გემოს მთელი მსოფლიოსთვის გაზიარებაა. 
დღესდღეობით illy Caffè-ს 160 ფილიალი მსოფლიოს 36 ქვეყნის მოლებში, აეროპორტებში და ქუჩებშია, თბილისში კი უკვე 3 ფილიალით არის წარმოდგენილი.  

illy Caffè აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე, გალერია თბილისის ფილიალში.

მოვალეობები:
  • სტუმრის დახვედრა ღიმილით და კეთილგანწყობით; 
  • სტუმრებისთვის მენიუს მიხედვით კერძების და სასმელების შეთავაზება; 
  • ყავის მენიუს და დესერტების უსაფრთხოების პროცედურების დაცვა 
  • კაფის სისუფთავის შენარჩუნება მოთხოვნების შესაბამისად 
  • თავაზიანი და სწრაფი მომსახურება, დადებითი განწყობის შენარჩუნება 
  • ფლობდეს დეტალურ ინფორმაციას მენიუს სრულ შემადგენლობაზე და შეეძლოს კერძების შემადგენლობის აღწერა; 
  • უზრუნველყოს ყველა პოლიტიკის, პროცედურის და სტანდარტის დაცვა რესტორანში; 

მოთხოვნები:
  • სამუშაო გამოცდილება სარესტორნო სფეროში (სასურველია) ;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება; 
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი; 
  • დაძაბულ რეჟიმში, სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი; 
  • ინგლისური ენის ცოდნა.

პირობები:
  • ანაზღაურება: საათში 4,44 ლარი (ხელზე ასაღები) , + თიფსი , 1 თვის შემდგომ + 1,2 % ( ზეგანაკვეთური ანაზღაურებადი +20% )
  • სამუშაო გრაფიკი : სმენა 8 საათი ცვლებში, კვირაში 40 სთ, 2 დღე დასვენება
  • სამედიცინო დაზღვევა,
  • კვება.   
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@illycaffe.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება