მაგისტრალური ქსელის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი სერვის ნეტ გრუპი
განათლება: ბაკალავრი
ინფორმაციული ტექნოლოგიები: ტელეკომუნიკაციების მართვა

შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას მაგისტრალური ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე. ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქციებია - მოვალეობები

  • საწყობიდან გამოწერილი მასალის ნაშთის მუდმივი კონტროლი და გადამოწმება;
  • გახარჯულ მასალასა და ხელზე არსებულ ნაშთს შორის ბალანსის სისწორის დაცვა;
  • კონტრაქტორი კომპანიის კომუნიკაციების მაგისტრალური ქსელის მომსახურება საქართველოს მასშტაბით;
  • საქალაქთაშორისო, მაგისტრალური ოპტიკური ქსელის მოწყობა;
  • დაზიანებული ბოჭკოვანი კაბელის(წვერების) მოძებნა (მონაკვეთის დაზუსტება);
  • ოპტიკურ ქსელში არსებული პრობლემის აღმოფხვრა;
  • გახარჯული მასალების აღრიცხვა;
  • ოპტიკური ქსელის აღრიცხვისთვის, შესრულებული სამუშაოს შესაბამის აქტში (განწესი) დაფიქსირება;
  • ოპტიკური კაბელის ბოჭკოს შესაბამისი ხელსაწყოებით შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შედუღება;
  • სატელეკომუნიკაციო ჭაში ტექნიკური სამუშაოების შესრულება (შედუღება, კაბელის გადმოქაჩვა, კაბელის მოძებნა);

 
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: vacancy@servicenetgroup.ge  ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.