ფინანსური მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი სანდო
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური მენეჯერი
კომპანია "სანდო " 2017 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო  და სარემონტო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ლესვითი (GIPER) და სამღებრო მიმართულებით რამდენიმე სახის ინოვაციურ პრუდუქტს, აგრეთვე კომპანია პარტნიორობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორიც გახლავთ: აზერბაიჯანული კომპანია  Fortis Group, ინგლისური კომპანია POWERMIX, ქართული კომპანია NOVA,  გერმანული კომპანია KNAUF , პოლონური კომპანია OLEJNIK 

კომპანია "სანდო " აცხადებს ვაკანსიას "ფინანსური მენეჯერი"-ს  პოზიციაზე,

ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის ფინანსური და ბუღალტრული პოლიტიკის დაგეგმვა და მართვა. კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და ფინანსური რესურსების გამოყენების ეფექტურობის ანალიზი;
  • ბიზნეს გეგმისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი. დაგეგმილი ფინანსური მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა, მუდმივი კონტროლი, გადახრების ანალიზი, გამოსწორების გზების დაგეგმვა და რეალიზება;
  • ფინანსური და ფუნქციონალური გეგმების შესრულების მონიტორინგი. ყოველთვიური/ყოველკვირეული რეპორტების მომზადება, თვის დახურვის პროცედურებში მონაწილეობა;
  • ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენება და ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • სამუშაო რეჟიმში ფინანსური რისკების იდენტიფიცირება და მათ მინიმიზაციაზე მუშაობა;
  • კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
  • ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლი;
  • ახალი პროექტების ჭრილში, ფინანსური მოდელირების შედგენა;
  • რეპორტინგის სისტემების/პროცესების მუდმივი გაუმჯობესება, განვითარება, დახვეწა, გამართვა და ბიზნესის საჭიროებებთან მოყვანა. ფინანსური რეპორტების მომზადება მომზადებული რეპორტების საბოლოო დეტალური გადამოწმება, ანალიზი, რეკომენდაციები;
  • მატერიალური მარაგების მონიტორინგი და შესყიდვების მონიტორინგი/მართვა. მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
  • საგადასახადო და სხვა სახელმწიფო მარეგულირებელ ორგანოებთან კანონმდებლობით განსაზღვრული დეკლარაციებისა და ანგარიშგებების ვადებში წარდგენა/ზედამხედველობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკურ/ ფინანსურ სფეროში
  • MS Office - ის  ცოდნა.
  • გამოცდილება შესაბამის სფეროში მინიმუმ 2 წელი
 
პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელურობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა.
  • კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 30  მაისის  ჩათვლით  გამოაგზავნოთ CV jonimamul@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595037314 გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
მისამართი: თბილისი, ხოშარაულის ქუჩა # 29

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.