საწყობის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი წისქვილი ჯგუფი
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
„წისქვილი ჯგუფი“  ტრადიციული ქართული გემოების,  ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო,  თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს.  კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ “წისქვილი ჯგუფი“ გუნდში გვაქვს საწყობის მენეჯერის ვაკანტური პოზიცია. 

სამუშაო ადგილი: თბილისი, გამსახურდიას გამზირი
სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:
  • შემოსული პროდუქციის მიღება დადგენილი წესისა და პროცედურის შესაბამისად;
  • პროდუქციის დადგენილი სტანდარტის შესაბამისად განთავსება/დასაწყობება ან/და მოძრაობის უზრუნველყოფა, პროგრამული გატარება;
  • პროდუქციის შენახვის პირობების დაცვის კონტროლი;
  • ინვენტარიზაციის ორგანიზება, მონაწილეობა;
  • კომპანიაში არსებული ჰიგიენის, ხარისხის,  შრომის უსაფრთხოებისა და სხვა სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:
  • აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია 1C ცოდნა;
  • აუცილებელია მალფუჭებადი კატეგორიის მარაგების მართვის გამოცდილება. 

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“  პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ  რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გისურვებთ წარმატებებს!