გაყიდვების ადმინისტრატორი

თბილისი სრული განაკვეთი NIKS HOLDING
მივლინება: არა ხელფასი: 1200 - 1500
ენები: რუსული, ინგლისური
გაყიდვები: გაყიდვები(ზოგადი)
კომპანია „ნიკს ჰოლდინგ“ როგორც დინამიკური, მრავალფეროვანი და სწრაფად მზარდი კომპანია, აერთიანებს სხვადასხვა მიმართულების ბრენდებს ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში. 
გვჯერა, რომ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებულ ძლიერ, კომპეტენტურ გუნდს და მათ მონდომებას შეუძლია შექმნას უკეთესი ხვალინდელი დღე. 
NIKS HOLDING - ვმართავთ მომავალს დღეს! 
  
„ნიკს ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ადმინისტრატორის პოზიციაზე. 
ნიკს ჰოლდინგი სწრაფად მზარდი, შედეგებზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც ოპერირებს ვაჭრობის, მომსახურების სფეროში რვა განსხვავებული ბრენდით.  
 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლ.კავსაძის 3; 
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე; 
ანაზღაურება:1200 ლარი; გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ:1500ლარი; 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • შემოსული ზარების მონიტორინგი; 
  • შეკვეთების მიღება და ასახვა საბუღალტრო პროგრამაში; 
  • კორპორატიული და საცალო კლიენტების მონაცემების დამუშავება/განახლება ბაზაში; 
  • კომპანიაში არსებული პროდუქციის მახასიათებლებისა და მარაგის ცოდნა; 
  • უკუკავშირი კორპორატიულ კლიენტებთან. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • საოფისე პროგრამების ცოდნა; 
  • ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია უმაღლესი განათლება;  
 
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:  
  • სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი; 
  • ანალიტიკური აზროვნება; 
  • ორგანიზებულობა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
 
 
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე hr@niksholding.ge და სათაურის ველში, მიუთითეთ გაყიდვების ადმინისტრატორი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (cv) თქვენი 
დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. 
 
გისურვებთ წარმატებებს!