ბარმენი

თბილისი სრული განაკვეთი Artizan Design Hotel
მივლინება: არა ხელფასი: 1000
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი
სასტუმრო Artizan Design Hotel ©  აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვა 
  • დადგენილი სტანდარტების დაცვა 
  • ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის 
  • პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესების შესაბამისად 
  • შეკვეთის დროულად, ეფექტურად და ხარისხიანად მომზადება 
  • რესტორნის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა 
  • ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია 
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • აუცილებელია მინიმუმ 1/2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე 
  • თანამედროვე ბარის ორგანიზების, ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა 
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე 
  • კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა 
  • მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა 
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი 
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი. 
 
ანაზღაურება და პირობები: 
  • 1 000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა); 
  • გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 1 საათი დასვენება; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • კვებით უზრუნველყოფა; 
  • უნიფორმით უზრუნველყოფა. 
 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ნიკოლაძის 12 ( ვერის უბანი ) 
 
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@artizanhotels.com 
საკონტაქტო ნომერი:+995 592256111 ქეთა 

გთხოვთ პოზიციის დასახელება. 

კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით. 
 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, სასტუმრო "არტიზანმა", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. 
 
გისურვებთ წარმატებას!