გაყიდვების მენეჯერი

ბათუმი სრული განაკვეთი სენსესი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 2000
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
კომპანია სესნსესი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

სამუშაო პირობები
სამუშაო განაკვეთი - სრული, 2 დღე დასვენება
სამუშაო ადგილი - ბათუმი, შინდისის ქუჩა 5.
ანაზღაურება - 1500 – 2000 (ფიქსირებულს/ბონუსი)

ძირითადი მოვალეობები
  • კომპანიის გაყიდვების არხებზე მუშაობა და ქსელის გაფართოება;
  • გასაყიდი და გაყიდული პროდუქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის ცოდნა;
  • პოტენციურ მომხმარებლებთან სრულყოფილი კომუნიკაციის წარმოება;
  • საკომუნიკაციო არხებზე მოსული მოთხოვნების დამუშავება, პასუხის გაცემა და განაწილება პასუხისმგებელი პირებისთვის;
  • ონლაინ შეკვეთის მიღება, დამუშავება;
  • მომხმარებლისთვის დროული, სწორი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება ჩვენი კომპანიის პროდუქტთან დაკავშირებით.
  • ტექსტურ და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციის მიწოდება.
  • 1C პროგრამაში შეკვეთების შეყვანა, გაუქმება, დაკორექტირება.

კვალიფიკაცია და მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება
  • სავალდებულოა მსგავსს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
  • ინგლისური ენის ცოდნა.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პრიორიტეტებისა განსაზღვრის და დაგეგმვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობიანობა.
  • პრეზენტაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოებისა და დარწმუნების უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 მაისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე hr@senses.ge . სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება “გაყიდვების მენეჯერი”.
დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ(ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.