Bene Comfort -ი არის უძრავი ქონების პირველი მულტიფუნქციური კომპანია ბაზარზე და მოიცავს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ყველა სერვისს. კომპანია დაარსდა 2020 წელს, უკვე მეოთხე წელია ემსახურება 30-ზე მეტ საცხოვრებელ კომპლექსს და ზრუნავს 2000-მდე მობინადრის ყოველდღიურ კომფორტსა და კეთილდღეობაზე. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია დარგში მოღვაწე პროფესიონალებისგან.
თუ შენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა, მაღალშემოსავლიანი სამსახური და წარმატებული კარიერა ჩვენ მზად ვართ შენთან შესახვედრად,
თუ შენთვის მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვა, მაღალშემოსავლიანი სამსახური და წარმატებული კარიერა ჩვენ მზად ვართ შენთან შესახვედრად,
Bene Comfort -ი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
პროფესიული მოთხოვნები:
პიროვნული თვისებები:
სამუშაო პირობები:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.
- პოტენციური კლიენტების მოძიება და კლიენტთა ბაზის წარმოება;
- პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენა/გაცნობა;
- კლიენტის მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
- კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
- არსებულ და ახალ კლიენტებთან სანდო და მყარი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, ლოიალობისა და კმაყოფილების გაზრდა;
- კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა, ხელმძღვანელობისათვის წარდგენა და მათ აღმოფხვრაზე მუშაობა;
- კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
- საკუთარი საქმიანობის რეგულარული რეპორტინგი.
პროფესიული მოთხოვნები:
- გაყიდვების სექტორში მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია;
- ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა - აუცილებელია;
- საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე - აუცილებელია;
- ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- ანალიზის და ეფექტურად გადმოცემის უნარი.
პიროვნული თვისებები:
- მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის სწორი მართვა;
- მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- კვირაში 5 სამუშაო დღე;
- 10:00 საათიდან - 18:00 საათამდე;
- ანაზღაურება ფიქსირებული 1500 ლარი+ბონუსი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება.