რეგიონალური გაყიდვების სუპერვაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი SPAR Georgia
მივლინება: არა
გაყიდვები: სუპერვაიზერი
"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი აცხადებს კონკურსს რეგიონალური გაყიდვების სუპერვაიზერის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი:  თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტების მუდმივი ზედამხედველობა და მხარდაჭერა;
  • სავაჭრო ობიექტებზე მიმდინარე ყველა პრეცესების და ოპერაციების სრულყოფილად შესწავლა და მართვა;
  • სავაჭრო ობიექტებზე გაყიდვების სტიმულირება და საუკეთესო შედეგების მისაღწევად შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
  • სავაჭრო ობიექტებისთვის დავალებების მიცემა და შესრულებული სამუშაოს ანალიზი და მონიტორინგი; 
  • სავაჭრო ობიექტებზე გამოწვევების იდენტიფიცირება და დროული ჩართულობა და რეაგირება;
  • სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებისთვის კომპანიაში მიმდინარე ცვლილებების და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • სავაჭრო ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის შეკრება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
  • სავაჭრო ობიექტების ეფექტიანობის და პროდუქტიულობის მუდმივი ანალიზი, კომპანიაში შემუშავებულ ანალიტიკურ რეპორტებზე დაყრდნობით;
  • სავაჭრო ობიექტების ინვენტარიზაციის, მარაგების მართვის, მერჩენდაიზინგის პროცესების მართვა და კონტროლი;
  • მინდობილ რეგიონში კომპანიაში მოქმედი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • სავაჭრო ობიექტებში მუდმივად გუნდურობის გაძლიერება და თანამშრომლების მართვა;

ძირითადი მოთხოვნები:
  • საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება; 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • 1С პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • მართვის და ორგანიზების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი; 
  • სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
  • დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირებულობა;
  • განვითარების და წინსვლის მოტივაცია;
  • საკუთარი ავტომობილი.

შერჩევის ეტაპები:
  • CV-ს გადარჩევა;
  • ტესტირება
  • გასაუბრება;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "რეგიონალური გაყიდვების სუპერვაიზერი", 
მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის!