თეთრეულის კოორდინირების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო - იოტა
მივლინება: არა ხელფასი: 1000
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
ქალაქის ცენტრში მდებარე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო/რესტორნების ქსელი "IOTA HOTEL TBILISI" აცხადებს ვაკანსიას,  თეთრეულის კოორდინირების თანამშრომლის პოზიციაზე. 
"IOTA HOTELS" - აწვდის საზოგადოებას მაღალი სტანდარტების, დახვეწილ მომსახურებას, მყუდრო და განსხვავებულ გარემოში. 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • თეთრეულის მარაგების მუდმივი კონტროლი 
  • თეთრეულის მოწოდების - გარე მომსახურების კომპანიასთან,  მუდმივ კოორდინაციაში ყოფნა 
  • გასაგზავნი და მიღებული თეთრეულის რაოდენობრივი აღრიცხვა 
  • საჭირო რაოდენობის თეთრეულისა და ჰიგიენური საშუალებების განაწილება საწყობებში 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • აუცილებელია მინიმუმ 0-1 წლიანი გამოცდილება სასტუმროს მიმართულებით ანალოგიურ პოზიციაზე. 
 
პიროვნული თვისებები: 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა 
  • ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი. 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
  • მაღალი სტანდარტების მქონე, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დასაქმებას 
  • მაქსიმალურ ხელშეწყობას თქვენი ზრდისა და განვითარებისათვის 
  • თბილ და მეგობრულ გარემოს 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას 
  • კვებით უზრუნველყოფას 
  • კონკურენტუნარიან  ანაზღაურებას. 
 
ფიქსირებული ანაზღაურება - 1000 ლარი + ბონუსი (ბონუსის ჩათვლით, ჯამში მინიმუმ 1200 ლარამდე ანაზღაურება) 
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე. 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლერმონტოვის ქ.N10. 
 
თუ გსურთ, თქვენც გახდეთ ჩვენი მეგობრული და კრეატიული გუნდის წევრი, და თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე:  hr.iotahotels@gmail.com  და წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("თეთრეულის კოორდინირების თანამშრომელი"), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. 
 
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, შესაძლოა, არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნეს სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ზემოთ აღნიშნულ მისამართზე. 
 
"IOTA HOTELS" გისურვებთ კარიერულ წინსვლას და ცხოვრებისეულ წარმატებებს!