მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი PIACERE
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
PIACERE აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე

სამუშაო აღწერილობა:
  • პასუხისმგებელია კერძების მომზადებაზე რესტორნის რეცეპტებისა და სტანდარტების შესაბამისად.
  • უზრუნველყოფს კერძების დროულად და მაღალი ხარისხით მომზადებას.

მოვალეობები:
  • კერძების მომზადება სტანდარტებისა და კალკულაციების მიხედვით.
  • ინგრედიენტების წინასწარ მომზადება.
  • პროდუქტების მარაგის შესახებ ინფორმაციის ფლობა და პროდუქტის ხარისხის შემოწმება.
  • სამზარეულოში ჰიგიენის წესების დაცვის და ნარჩენების გადატანის კონტროლი.
  • პროდუქტების დასაწყობება სანიტარულ/ჰიგიენური ნორმებისა და FIFO-ს გათვალისწინებით.
  • სამუშაო დღის დასასრულს სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება
  • სხვა დავალებების შესრულება, როგორც ამას საჭიროება მოითხოვს.

კვალიფიკაცია:
  • სამუშაო გამოცდილება მზარეულის პოზიციაზე.
  • გუნდური მუშაობის და თანმშრომლობის უნარი.
  • მომზადების სხვადასხვა მეთოდის, ინგრედიენტების, აღჭურვილობისა და პროცედურების სიღრმისეული ცოდნა.
  • სანიტარული წესების სიღრმისეული ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: varshalomidzeniniko7@gmail.com