ქსელის განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი ენერჯი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)
შპს ,,თბილისი ენერჯი“ აცხადებს ვაკანსიას ქსელის განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • უმაღლესი განათლება;
  • ტექნიკური მიმართულებით არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება(სასურველია გაზის სფეროში);

დამატებითი მოთხოვნები:
  • Autocad (სამომხმარებლო დონეზე);
  • ტექნიკური დოკუმენტაციის შესადგენად საჭირო ტექნიკური სტანდარტები;
 
ძირითადი მოვალეობები:
  • ქ. თბილისის მასშტაბით საკომუნიკაციო კომპანიების და მოქალაქეების მიერ დაგეგმილი მშენებლობის სამუშაოების წარმოების მიზნით სამუშაოთა წარმოების ადგილზე კომპანიის კუთვნილი გაზსადენების განლაგების კამერალური ან/და ადგილზე შესწავლა;
  • ქ. თბილისის მასშტაბით საკომუნიკაციო კომპანიების და მოქალაქეების მიერ დაგეგმილი მშენებლობის სამუშაოების წარმოების მიზნით შეთანხმება/ნებართვის გაცემა და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოების პროცესში ადგილზე ზედამხედველობის უზრუნველყოფა;
  • ქ. თბილისის მასშტაბით საკომუნიკაციო კომპანიების და მოქალაქეების მიერ დაგეგმილი მშენებლობის სამუშაოების წარმოების მიზნით საპასუხო დოკუმენტაციის (წერილი, ტექნიკური პირობა/ტელეფონოგრამების) შეტყობინების მიღება, დამუშავება, გადაცემა და შემდგომი რეაგირება;
  • სხვა კომუნიკაციების და ორგანიზაციების ავარიების შესახებ ინფორმაციის მიღება ცხელი ხაზის საინფორმაციო სამსახურის საშუალებით და ავარიის არეალში კომპანიის მფლობელობაში არსებული ქსელის განლაგების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ზარის ინიციატორისთვის ადგილმდებარეობის დაზუსტებული მითითებით, საჭიროების შემთხვევაში ადგილზე მისვლა უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით პროცესების სრულყოფილი ზედამხედველობის მიზნით;
  • PCM+ აპარატის საშუალებით მიწისქვეშა გაზსადენების მდებარეობის დადგენა;
  • სამსახურის შიდა მონაცემთა ბაზების წარმოება;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების ან/და ხელის შემშლელი გარემოებების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • სამსახურის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დირექტორისა და გენერალური დირექტორის სხვა სამსახურებრივი დავალებებისა და მითითებების შესრულება.
 
უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
 
კომპიუტერული უნარ-ჩვევები:
  • საოფისე პროპგრამები;
 
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
 
ჩვენ  გთავაზობთ:
პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
მეგობრულ გარემოს;
კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
 
სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ა.მიცკევიჩის ქ.18ა;

ანაზღაურება კონკურენტული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან  vacancies@te.ge   ( ელ - ფოსტის "subject" ველში  მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება);
რეზიუმეს  მიღების  ბოლო ვადა:  2024 წლის  30 მაისი;
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/  ან ჩვენი ოფიციალური  ვებ-გვერდით   https://www.te.ge
 
გისურვებთ წარმატებებს! 
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება  გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე  public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
ასევე გაცნობებებთ, რომ  თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი  რეზიუმე  განხილულ იქნეს კომპანიის  მიერ სხვა სამომავლო,  პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზეvacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი:  „თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში.“ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
შპს „თბილისი ენერჯი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.