მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი Gino Paradise
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი

„Gino Paradise” მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ - გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც  აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს.

“Gino Paradise” 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია.

 

„Gino Paradise” ზაფხულის სეზონისთვის აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მიმტანი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაგიდების, საჭირო ინვენტარისა და ჭურჭლის მომზადება სამუშაოს დაწყებამდე;
  • მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
  • სტუმრების კონსულტირება მენიუს შესახებ;
  • სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • შეკვეთების მიღება და მართვა;
  • სტუმრების მომსახურება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • მაგიდებისა და ჯავშნების კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

საჭირო პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პოზიტიურობა, ენერგიულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა)

 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართკომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge  ან დარეკეთ ნომერზე: +995 599 96 83 03

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.


გისურვებთ წარმატებას!