ველნეს და სპა ცენტრის რეცეფციონისტი

თბილისი სრული განაკვეთი Gino Paradise
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: სპა
კურორტი თბილისში "ჯინო ფერედაისი" უკვე 10 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის აკვაპარკს სთავაზობს სტუმრებს! 
ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ კმაყოფილებაზე ზრუნავს. 
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მეგობრულ გარემოსთან ერთად, ისარგებლეთ აკვაპარკისა და სპა ცენტრის სპეციალური ბენეფიტებით. 
„Gino Paradise” აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ველნეს და სპა ცენტრის რეცეფციონისტი 
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • მომხმარებლების კონსულტირება ველნეს და სპა ცენტრის პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ; 
  • მომხმარებლებისთვის მიმდინარე აქციების გაცნობა; 
  • მომხმარებლების რეგისტრაცია და სალარო ოპერაციების წარმოება; 
  • ველნეს და სპა ცენტრის ვიზიტორების წინასწარი ჯავშნების მიღება; 
  • მასაჟის პროცედურებზე მომხმარებელთა ჩაწერა; 
  • საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა პოზიციასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • აუცილებელია ინგლისურის და რუსულის ცოდნა  

საჭირო პიროვნული უნარები: 
  • კარგი კომუნიკაციური უნარები 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • პასუხისმგებლიანობა 
  • ორგანიზებულობა 
  • გუნდური მუშაობის უნარი 

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:  

  • მეგობრულ სამუშაო გარემოს  
  • კონკურენტულ ანაზღაურებას  
  • დამატებით ბენეფიტებს (კვება, კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა); 

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ  კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც. 


დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@ginoparadise.ge  ან დარეკეთ ნომერზე +995 599 96 83 03 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ! 
გისურვებთ წარმატებას!