ხარჯთაღმრიცხველი

თბილისი სრული განაკვეთი ALL-P GROUP
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული, ქართული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა
კომპანია “ოლ-პი ჯგუფი” დაარსდა 2007 წელს. კომპანიის ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა სამრეწველო იატაკები და ჰიდროსაიზოლაციო სისტემები. ამ სფეროში ერთიანდება ბეტონის საფარები მოხვეწილი ზედაპირით, პოლიმერული, რბილი და ელასტიური იატაკები, ასევე ბრტყელი გადახურვის სისტემები. 2010 წლიდან კომპანია გადავიდა განვითარების ახალ ეტაპზე და დამკვეთს სთავაზობს სამშენებლო მომსახურების სრულ პაკეტს. პროფესიონალიზმი,გამოცდილება და ინოვაციური მიდგომა საქმისადმი წარმოადგენს “ოლ-პი ჯგუფი”-ს წარმატების საწინდარს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის   ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.all-p.ge
„ოლ-პი ჯგუფი“  აცხადებს ვაკანსიას  ხარჯთაღმრიცხველის    პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:
  • Fit‐Out პროექტებისთვის ზუსტი და დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება; 
  • Fit‐Out პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების ფასების დადგენა და შესაბამის ბაზაში აღრიცხვა;
  • პროექტის ბიუჯეტების მჭიდროდ მონიტორინგი;
  • პროექტის დაწყებამდე შესაბამისი  კალენდარული გრაფიკის მომზადება;
  • პროექტის ტექნიკური დოკუმენტაციის მოწესრიგება და მონისტორინგი;
  • პროექტების ,,პროგრეს რეპორტის“ წარმოება;
  • ობიექტთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • დეტალური ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
  • შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა #2) დამუშავებ

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამოქალაქო ინჟინერიის, სამშენებლო მენეჯმენტის, ან მონათესავე დარგში;
  • უპირატესობა მიენიჭება Fit‐Out გამოცდილებას;
  • ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია რუსული  ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Excel, MS Word, ArchiCAD, AutoCAD) პროფესიულ დონეზე ფლობა.

უნარ-ჩვევები:
  • პრეზენტაბელურობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ინიციატურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 -მდე;
  • ანაზღაურება:კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული. 

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს  „ოლ-პი ჯგუფმა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ოლ-პი ჯგუფის“ ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!