გაყიდვების ჯგუფის უფროსი

ქუთაისი სრული განაკვეთი სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე ქუთაისში
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

პასუხისმგებლობები: 
  • საცალო გაყიდვების თანამშრომლებისგან დაკომლექტებული გუნდის ყოველდღიური მართვა და მხარდაჭერა; 
  • ახალი თანამშრომლების მოძიება და ინტეგრირება გუნდში; 
  • კომპანიის მიერ ყოველკვირეულად მინიჭებული ბაზების დამუშავება და აქტვიობების ასახვა CRM სისტემაში; 
  • გუნდისთვის კლიენტების მოძიება/მოზიდვისა და გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება საკუთარი ინიციატივითა და არხებით; 
  • გაყიდვების სხვადასხვა ტიპის აქციებსა და წამახალისებელ აქტივობებში მონაწილეობა; 

ჩვენი მოთხოვნებია: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • მაღალი მოტივაცია და პროფესიული განვითარების სურვილი; 
  • სრული უმაღლესი განათლება; 
  • ქართულ ენაზე თავისუფლად კომუნიკაციის უნარი, როგორც წერილობითი ფორმით, ასევე ვერბალური; 
  • სასურველია უცხო ენის ცოდნა;
  • Microsoft Office-ის ცოდნა; 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  asokhadze@gpih.ge

გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject”-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (გაყიდვების ჯგუფის უფროსი - ქუთაისი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 1 ივნისი.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/