მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

ბათუმი სრული განაკვეთი ელთ ბილდინგი
მივლინება: არა ხელფასი: 600 - 800
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, თურქული
გაყიდვები: კლიენტების მომსახურების მენეჯერი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,ელთ ბილდინგი“ აცხადებს სტაჟირებას ,,მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის“ თანამდებობაზე. 

ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე.
კომპანიის მთავარი მისია არის ის, რომ უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას, მომხმარებლებმა უნდა მიიღონ კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობა. ისეთი პროექტებით, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს, საქართველოში, მშენებლობის ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში.
,,ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის, ფოკუსირება მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე, მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზაინის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში.

სამუშაო გრაფიკი:  სრული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია:  ბათუმი
ანაზღაურება: 600 ლარიდან 800 ლარამდე

ჩვენი შემოთავაზებაა:
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;
  • წახალისების სისტემა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და მათთან პოზიტიური კომუნიკაციის შენარჩუნება;
  • მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა, ანალიზი და მათზე სწრაფი რეაგირება;
  • მოთხოვნების, ფორმების შექმნა და მართვა;
  • სხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია;

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • საბანკო/ სადაზღვეო/ სასტუმრო ინდუსტრიაში გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად;
  • თურქული და ინგლისური ენების ცოდნა (აუცილებელია C1 დონეზე)
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:
  • კომუნიკაციის მაღალი უნარები;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი; 
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
  • დისციპლინირებული და პუნქტუალური;
  • პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული
  • სამუშაოს პრიორიტეტებად გადანაწილების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com  გთხოვთ, მიუთითოთ სტაჟირების დასახელება მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მომსახურების სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით!
წარმატებებს გისურვებთ!