ექთნის თანაშემწე

სამედიცინო: მედდა
შ.პ.ს. „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“ აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (მე-II კურსიდან )

სასურველია:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:
  • პაციენტთა მოვლის საქმიანობის განხორციელება;
  • კლინიკაში არსებული სადეზინფექციო ხსნარების დამზადება/გამოყენება;
  • სამედიცინო ნარჩენის სერგერაცია;
  • ზედაპირების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით;
  • ექთნის დახმარება საექთნო მანიპულაციების ჩატარებაში;

პიროვნული თვისებები:
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოსურათით, 20 მაისამდე შემდეგ საფოსტო მისამართზე: HR_vbc@Bochorishvili.ge

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.